website templates

კომბოსტო

აგროქართლი - საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ფერმერთათვის

აგროქართლი

კომბოსტო


საქართველოში თეთრთავიან კომბოსტოს სახეობათა შორის მეტი გავრცელება და სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, რაც გამოწვეულია მისი გემური თვისებებით. კომბოსტო არის ძირითადი წყარო მნიშვნელოვანი ნახშირწყლების, მინერალური მარილების და C ვიტამინის. გარდა C ვიტამინისა, კომბოსტო შეიცავს A, B, და K ვიტამინებს. მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს კომბოსტოში წარმოადგენს შაქარი, რომლის დუღილის შედეგად მიიღება რძის მჟავა, რაც მწნილს აძლევს სასიამოვნო გემოს და იცავს მას ლპობისაგან.

კომბოსტო ორწლიანი მცენარეა, პირველ წელს იგი თავს იხვევს, ხოლო მეორე წელს, საყვავილე ღეროსა და თესლს იძლევა. კომბოსტო სიცივის ამტანი მცენარეა, თავი საუკეთესოდ ყალიბდება გრილი დღე-ღამისა და მერყევი ტემპერატურის პირობებში. საქართველოში იგი საკუეთესო მოსავალს მთიან რაიონებში იძლევა. ტენის მიმართ მაღალმომთხოვნი მცენარეა. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის ქვედა ზღვარი მისის სრული წყალტევადობის 80%-ს შეადგენს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 60-80%-ს შეადგენს; კომბოსტო გამოირჩევა განათებისადმი მეტად მაღალი შეგუებით. კარგად იზრდება და ვითარდება, როგორც ინტენსიური განათების, ისე ღრუბლიანი ამინდის პირობებში, თუმცა უკანასკნელის დროს ფოთლების ზრდა და თავის ფორმირება ფერხდება.

მისი მოყვანა შესაძლებელია ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრ სიმაღლეზე.

სიცივის ამტანი მცენარეა. თესლი გაღივებას +2-3ºC ტემპერატურაზე იწყებს, მასობრივად კი +5-6º C ღივდება. აღმოცენდება 11º C-ზე 10-12 დღეში, ხოლო ოპტიმალურ ტემპერატურაზე (+18-20ºC) 3-4 დღეში.

აღმოცენებიდან 7-12 დღის შემდეგ პირველი, ნამდვილი ფოთოლი ვითარდება. 25º C -ზე მაღალ ტემპერატურაზე მცენარის ზრდა სუსტდება, თავების ფორმირება ფერხდება, იზრდება სავეგეტაციო პეირიოდის ხანგრძლივობა და თავდაუხვეველი მცენარეების რაოდენობა. განსაკუთრებით მგრძნობიარეა იგი მაღალი ტემპერატურის მიმართ ვეგეტაცის პირველ პერიოდში.

სითბოს დროს წყლის ნაკლებობა იწვევს ფოთოლცვენას და ჩერდება ზრდა. სისტემურ რწყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უხვი მოსავლის მისაღებად, ამიტომ კომბოსტო დიდ მოთხოვნებს უყენებს წყალს თავების ფორმირების დროს.

კომბოსტო ორწლიანი მცენარეა, პირველ წელს იგი თავს იხვევს, ხოლო მეორე წელს, საყვავილე ღეროსა და თესლს იძლევა. კომბოსტო სიცივის ამტანი მცენარეა, თავი საუკეთესოდ ყალიბდება გრილი დღე-ღამისა და მერყევი ტემპერატურის პირობებში. საქართველოში იგი საკუეთესო მოსავალს მთიან რაიონებში იძლევა. ტენის მიმართ მაღალმომთხოვნი მცენარეა. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის ქვედა ზღვარი მისის სრული წყალტევადობის 80%-ს შეადგენს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 60-80%-ს შეადგენს; კომბოსტო გამოირჩევა განათებისადმი მეტად მაღალი შეგუებით. კარგად იზრდება და ვითარდება, როგორც ინტენსიური განათების, ისე ღრუბლიანი ამინდის პირობებში, თუმცა უკანასკნელის დროს ფოთლების ზრდა და თავის ფორმირება ფერხდება.

მისი მოყვანა შესაძლებელია ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრ სიმაღლეზე.

სიცივის ამტანი მცენარეა. თესლი გაღივებას +2-3ºC ტემპერატურაზე იწყებს, მასობრივად კი +5-6º C ღივდება. აღმოცენდება 11º C-ზე 10-12 დღეში, ხოლო ოპტიმალურ ტემპერატურაზე (+18-20ºC) 3-4 დღეში.

აღმოცენებიდან 7-12 დღის შემდეგ პირველი, ნამდვილი ფოთოლი ვითარდება. 25º C -ზე მაღალ ტემპერატურაზე მცენარის ზრდა სუსტდება, თავების ფორმირება ფერხდება, იზრდება სავეგეტაციო პეირიოდის ხანგრძლივობა და თავდაუხვეველი მცენარეების რაოდენობა. განსაკუთრებით მგრძნობიარეა იგი მაღალი ტემპერატურის მიმართ ვეგეტაცის პირველ პერიოდში.

სითბოს დროს წყლის ნაკლებობა იწვევს ფოთოლცვენას და ჩერდება ზრდა. სისტემურ რწყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უხვი მოსავლის მისაღებად, ამიტომ კომბოსტო დიდ მოთხოვნებს უყენებს წყალს თავების ფორმირების დროს.

 საქართველოს ბარის ზონაში, ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლეზე, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, ყველაზე უფრო ხელსაყრელია და მისაღებია კომბოსტოს დარგვა შემოდგომაზე. ამ დროს მეტად ადრეული და იაფი მოსავალი მეორე წლის გაზაფხულზე მიიღება. მოსავლის აღების შემდეგ კი თავისუფალი ფართობი გამოიყენება სიმინდის, კიტრის, პომიდვრის და სხვა ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად.

შემოდგომაზე დასარგავი ჯიში უნდა იყოს გრძელსტადიური, აჩოყებისადმი გამძლე. დასათესი თესლი ახალი - 1 წლის. გადასარგავ ჩითილს უნდა ჰქონდეს 4-5 ნამდვილი ფოთოლი, 12-15 სმ სიმაღლე და 5-6 მმ ღეროს სიმსხო. გარდა ამისა, დარგვა ისეთ დროს უნდა ჩატარდეს, რომ გადარგულმა ჩითილმა მოასწროს დაფესვიანება-გახარება და ისე შეუყვეს ზამთარს.

თუ მცენარემ გადარგვის შემდეგ ინტენსიური ზრდა დაიწყო და ზამთარს მომზადებულ მდგომაროებაში შეუყვა, მაშინ აჩოყების ალბათობა გაიზრდება. ე.ი. მცენარე თავს არ დაიხვევს. 

თესლის თესვა უნდა ჩატარდეს საშუალო სინოყივრის ღია საჩითილე კვალზე, მწკრივად. მწკრივებს შორის მანძილი უნდა იყოს 10სმ. თესლი ერთმანეთისაგან 1-2 სმ-ის დაშორებით და 1-2 სმ სიღრმეზე ითესება. თესვის საუკეთესო ვადაა 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. ხოლო გადარგვის - 15 ნომებრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე. თესვისთანავე საჩითილე კვალი კარგად უნდა მოირწყას. აღმოცენების შემდეგ პირველი გამეჩხერება ლებან-ფოთლის ფაზაში ტარდება, ამ დროს მცენარეთა შორის მანძილი 2-3 სმ უნდა იყოს.

მეორე გამეჩხერება პირველი ნამდვილი ფოთლის ფაზაში უნდა ჩატარდეს და მცენარეთა შორის მანძილი 4-5 სანტიმეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს საჭიროა მცენარეეების მსუბუქად შემოეყაროს მიწა რათა მათ განივითარონ დამატებითი ფესვები. გამეჩხერებისას ამოღებული ჩითილი უმჯობესია ახლა საჩითილე კვალზე გადაირგოს. საჩითილეში სისტემატურად უნდა ჩატარდეს მიწის გაფხვიერება, სარეველებისაგან გასუფთავება და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა; კარგი მოვლის პირობებში ჩითილი გადასარგავად ვარგისია 35-50 დღის შემდეგ. ჩითილის გამოზრდა ასევე შესაძლებელია სპეციალურ საჩითილე კასეტებშიც. გადარგვის წინ საჩითილე კარგად უნდა მოირწყას, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია ჩითილის ფესვთა სისტემის დაუზიანებლად ამოღება. გადასარგავად შეირჩევა მხოლოდ სტანდარტული, საღი, კარგად განვითარებული მცენარეები.

დარგვამდე ნიადაგი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: - წინამორბედი კულტურისაგან გათავისუფლებულ და ანარჩენებისაგან გასუფთავებულ ნაკვეთზე ოცი დღით ადრე შეტანილი უნდა იქნეს ორგანული სასუქი 40-50 ტ/ჰა-ზე ან კომპლექსური და არა კომპლექსური აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. ნიადაგი მოიხვნება 22-25 სმ სიღრმეზე. კომბოსტოს საადრეო ჯიშები 50X50 სმ, ხოლო საშუალო-საგვიანო 60X60 სმ კვების არეზე ირგვება;

ერთ ჰექტარზე შესაბამისად 32-40 ათასი ჩითილია საჭირო. გადარგვისთანავე აუცილებელია ჩატარდეს მორწყვა. 10-15 დღის შემდეგ გაცდენილი ადგილების გამორგვა, ნიადაგის გაფხვიერება და საჭიროების შემთხვევაში მეორედ მორწყვა. მეორე წლის გაზაფხულზე ტარდება კულტივაცია, საჭიროების შემთხვევაში მორწყვა და აზოტოვანი სასუქებით (ამონიუმის გვარჯილა) ორჯერადი გამოკვება (40 და 80კგ ჰა-ზე სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. გაზაფხულზე ზოგჯერ საჭიროა გამორგვის ჩატარებაც, რომელიც ხორცილედება შემოდგომაზე დატოვებული სარეზერვო საჩითილე კვლებზე აღზრდილი ჩითილით.

აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 200-500 მ სიმაღლეზე (თბილისის საგარეუბნო ზოლი, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის რაიონები, კახეთი) და დასავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 250-1000მ სიმაღლეზე (ზემო იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი). კომბოსტო კვალსათბურებში და სათბურებში, საჩითილედ, იანვარ-თებერვალში უნდა დაითესოს და ღია გრუნტში მარტ-აპრილში გადაირგოს. პროდუქცია ზაფხულში ივნის-აგვისტოში მიიღება.

აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, რომლებიც მდებარეობენ ზღვის დონიდან 500-1000მ-მდე სიმაღლეზე (ქართლი, გარეკახეთი და მესხეთის დაბლობი) კომბოსტო თებერვალ მარტში ითესება და აპრილში გადაირგვება. ხოლო უფრო მაღალმთიან რაიონებში ზღვის დონიდან 1000-1700 მ (მესხეთ-ჯავახეთი და სხვა) ითესება მარტში და მაისში გადაირგვება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (სვანეთი, მაღალმთიანი გურია და სხვა) კომბოსტო ითესება მაისში და ღია გრუნტში გადაირგვება ივნისში. საერთოდ საშუალო და საგვიანო ჯიშები საჩითილედ დაცულ გრუნტში აპრილ-მაიში ითესება და ღია გრუნტში მაისის ბოლოს ივნისის პირველ ნახევრაში დაირგვება. ბარის ცხელ რაიონებში კომბოსტო შესაძლებელია ივნისის პირველ ნახევარში დაირგოს.

კვალსათბურებსა და სათბურებში კომბოსტო ითესება მწკრივად ან მობნევით 1-1,5 სმ სიღრმეზე 15-20 გ/მ²-ზე. გამეჩხერება ხდება 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ამ შემთხვეაში მცენარეებს შორის მანძილი 4-5 სმ რჩება. გამეჩხერებისას ამოღებული ჩითილი უმჯობესია ახალ საჩითილე კვალზე გადაირგოს. გადარგვისა და გამეჩხერების შემდეგ ჩითილი უნდა მოირწყას. ჩითილი გადასარგავად მზადაა 35-45 დღეში.

მშრალ რაიონებში ნიადაგი შემოდგომით, მზრალად ხოლო ჭარბტენიან რაიონებში ადრე გაზაფხულზე უნდა მოიხნას 25-28 სმ სიღრმეზე. ძირითადი ხვნის წინ შეიტანება ორგანული სასუქი 40-50 ტ/ჰა-ზე ან კომპლექსური და არაკომპლექსური აზოტი, ფოსფორი, კალიუმი.

გაზაფხულზე ტარდება ნიადაგის დარგვისწინა მომზადება (კულტივაცია, ფარცხვა, დასარგავი კვლების მოწყობა). 

საშუალო პერიოდის ჯიშები 70X50 სმ, ხოლო საგვიანო, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ჯიშების მიხედვით 70X60სმ, 70X70სმ ან 70X80 სმ კვების არეზე ირგვება. ერთ ჰექტარზე 18-28 ათასი მცენარე ეტევა.

იგი ითვალისწინებს ნიადაგის გაფხვიერებას, თოხნა-კულტივაციას, მიწის შემოყრას, მორწყვას, გამოკვებას, სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას. პირველი კულტივაცია უნდა ჩატარდეს გადარგვიდან 3-5 დღის შემდეგ, შემდეგი დამუშავება ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით. ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უდა იყოს, რადგანაც იგი აუმჯობესებს ნიადაგში ჰაერის შეღწევას, რაც აუცილებელია ფესვთა სისტემის, სუნთქვისა და მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობსათვის. პირველი კულტივაცია უფრო ღრმად უნდა ჩატარდეს, ვიდრე შემდეგი, რათა არ მოხდეს ფესვთა სისტემის დაზიანება. დამატებითი ფესვთა სისტემის განვითარების მიზნით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის მიღებისათვის, პირველად გადარგვიდან 5-7 დღის, ხოლო მეორედ 20-25 დღის შემდეგ მცენარეებს უნდა შემოეყაროს მიწა.

დადგენილია, რომ ერთი ტონა კომბოსტოს თავის მისაღებად მცენარე ერთ ჰექტარ 50-60 კუბურ მეტრ წყალს ხარჯავს. აქედან გამომდინარე იგი ტენით უზრუნველყოფას საჭიროებს .მორწყვა ამინდის პირობების მიხედვით უნდა ჩატარდეს. ზოგჯერ საჭირო ხდება 8-15-ჯერ მორწყვა, განსაკუთრებით უნდა გახშირდეს იგი თავების ფორმირების ფაზაში. წყლის ხარჯვის ნორმა 250-300 კუბმეტრს შეადგენს ჰექტარზე. თუ კომბოსტო ხანგრძლივი შენახვისათვის არის განკუთვნილი, რწყვა მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე უნდა შეწყდეს.

კომბოსტო დიდი რაოდენობით საკვებ ელემენტებს - აზოტს, კალიუმს და ფოსფორს მოიხმარს. კომბოსტოს 70 ტონა მოსავლის მიღების შემთხვევაში ერთი ჰექტარიდან გამოაქვს აზოტი 250 კგ, ფოსფორი - 90 კგ, კალიუმი - 300 კგ; დადგენილია, რომ 1 ჰექტარზე საადრეო კომბოსტოს 300-400 ც მოსავლის მიღების შემთხვევაში, გაკულტურებულ კორდიან-ეწერ ნიადაგზე რეკომენდირებულია შეტანილი იქნეს აზოტი 90-135 კგ, ფოსფორი 40-80 კგ, კალიუმი 60-120კგ + 30-40 ტონა ორგანული სასუქი.

ხოლო იმავე ტიპის ნიადაგებზე, საშუალო და საგვიანო კომბოსტოს 500-600 ც მოსავლის მისაღებად, შეტანილი უნდა იქნას 1 ჰექტარზე: აზოტი 120-180 კგ, ფოსფორი 60-100კგ, კალიუმი 120-180 კგ, ორგანული სასუქი 40 ტ. საგვიანო ჯიშის ამაგერის მოსაყვანად, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის აზოტოვანი სასუქების დოზა უნდა შემცირდეს და გაიზარდოს ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენება.

ვინაიდან ჭარბი აზოტის გამოყენების დროს თავების შენახვისუნარიანობა მცირდება. აზოტოვანი სასუქებიდან კომბოსტოსათვის საუკეთესოა შარდოვანა და ამონიუმის გვარჯილა. ფოსფოროვანის სასუქებიდან მარტივი და გრანურილებური სუპერფოსფატი. კალიუმიანი სასუქებიდან გოგირდმჟავა კალიუმის და ქლორკალიუმის მარილი. საუკეთესო სასუქად ითვლება ხის ნაცარი და სხვადასხვა კომპლექსური სასუქები.



უხვი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს მცენარეების დამატებითი გამოკვება. თუ ფოთლები ღია შეფერილობისაა, მაშინ მცენარეს აკლია აზოტი, თუ იგი მოლურჯო-იისფერია – ფოსფორი, ფოთლის ნაპირების გამუქება კალიუმის ნაკლებობას ნიშნავს. პირვლი გამოკვება უნდა ჩატარდეს გადარგვიდან 7-10 დღის შემდეგ, ხოლო მეორე თავების ფორმირების დაწყებისას. ზოგჯერ ქვიშნარ ნიადაგებზე საჭირო ხდება მესამე გამოკვების ჩატარებაც. პირველი გამოკვების დროს საშუალოდ ამონიუმის გვარჯილა შეიტანება 60კგ/ჰა, სუპერფოსფატი 100კგ/ჰა, კალიუმის მარილი 50კგ/ჰა. მეორე გამოკვების დროს შესაბამისად 90-100-75კგ. სასუქების შეტანისთანავე სასურველია ჩატარდეს კულტივაცია და მორწყვა.

საადრეო კომბოსტოს მოსავლის აღება ხდება შერჩევით, თავების დახვევა-შემოსვლის მიხედვით. საშუალო და საგვიანო ჯიშებისა კი – ერთჯერადად. სარეალიზაციოდ და მაშინვე მოხმარებისათვის განკუთვნილი თავები იჭრება ისე, რომ მას მიჰყვეს 1-2 არამჭიდროდ შემოხვეული მწვანე მფარავი ფოთოლი. შესანახად განკუთვნილ თავებს კი 2-3 ფოთოლი უნდა ქონდეს;

კომბოსტო საუკეთესოდ ინახება -1-1,5ºC ტემპერატურისა და 90% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

კომბოსტო 1-ჰა-ზე საშუალოდ მიიღება 50-70 ტონა და მეტი.

მავნე მწერების წინააღმდეგ: კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ბუგრების, მახრას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდები:

იმიდაკლოპრიდი 0,1 კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)

დიმეთოატი 1,5-2 ლ/ჰა (ბი-58 ახალი, დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი ,ბიიტალი, კორუმაგორი) ან

ალფაციპერმეტრინი 0,3 ლ/ჰა (ფასტაკი;ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან

ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან

დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან

დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ (კომბოსტოს ჭრაქი, ფომოზი, ფესვის სიდამპლე) გამოიყენება:

პროპამოკარბი ჰიდროქლორიდი წხკ 2-ლ/ჰა (პრევიკური, პროპაკური)

ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ მარშალი წდგრ 20-25კგ/ჰა

მახვილფოთლიანი და ბრტყელფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენებამდე ან ჩითილების გადარგვამდე და შემდგომ გამოიყენება: პენდიმენტალინი 3-6ლ/ჰა (სტომპი, ვალსატოპიპანდორა, პენდიგანი, სტოპი),

ან აღმოცენების შემდეგ:

ფლუაზიფოპ ბუთილი 0,75-1,5ლ/ჰა (ფუზილად ფორტე; ტანგრა; ბრეის



სუპერი; ფლუენტი )  

სერვისები

მოხვნა,
დადისკვა,
დაფრეზვა,
დათესვა სასუქის შეტანით ,
დაპრესვა,
შეწამლა .

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების კონსულტაციები მცენარეთა წამლობებზე

SMS შეტყობინებების სერვისი მოსალოდნელი დაავადებების, მავნებლების გავრცელების და მცენარეთა გადარჩენისათვის წამლობების შესახებ.

მისამართი

შპს "აგროქართლი"
ფერმერთა სახლი

საქართველო, ქ. გორი
ცხინვალის გზატკეცილი 2
საფოსტო ინდექსი 1400

პესტიციდები
სასუქები
თესლები
ინვენტარი

საკონტაქო ინფორმაცია

ელ. ფოსტა.:
AGROQARTLI.GEORGIA@YAHOO.COM
info@agrokartli.com

ტელ.:  +(995) 599 51 82 99
ნუკრი ელიკაშვილი

ტელ.: +(995) 599 51 11 59
ელიზბარ ძამელაშვილი

ტელ.: +(995) 595 31 14 99
ავთანდილ ჯავახიშვილი