Mobirise

ნიორი

აგროქართლი - საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ფერმერთათვის

აგროქართლი

ნიორი


ნიორის გამოყენებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს: წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედის, ნაცარს, C ვიტამინს. ჩვენში ამ კულტურის ბევრი ჯიში არ არის. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში - გორული, რომელიც გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტის გორის საცდელი სადგურის მიერ გამორჩევით ჯიშ-პოპულაციიდან. გორულის გარეთა ქერქი მოიისფრო შეფერილობისაა, კბილები მსხვილი აქვს, დაახლოებით 7-12 ცალი. თესლბრუნვაში მისთვის კარგი წინამორბედია პარკოსანი კულტურები, კიტრი, ბაღჩეული, საადრეო მარცვლეული. 

ნიორის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-240 ყინვა გამძლეა, ხახვთან შედარებით მეტად მოითხოვს ნიადაგობრივ კვებას და განათებას, ტენიანობა კი 85-90%. ნიადაგის გასანოყიერებლად საჭიროა საქონლის გადამწვარი ნაკელით ჰა-ზე 50-60 ტონა.

ნაკვეთი იწმინდება ანარჩენებისაგან შემოდგომაზე და იხვნება 25-26 სმ სიღრმეზე. ნიორის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს დარგვის დრო. შემოდგომაზე დარგული მაღალ მოსავალს იძლევა გაზაფხულთან შედარებით. დარგვამდე ნიადაგი უნდა დაიდისკოს და დაიფარცხოს. მინერალური სასუქების შეტანის შემდეგ (ჰა-ზე საჭიროა: აზოტი 70, კალიუმი 80-90, ფოსფორი 80-90) იჭრება ბაზო-კვლები და ირგვება მწკრიულად ან ზოლებრივად.

მწკრივად რგვის დროს მანძილი 45-სმ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 4-6 სმ. ზოლებად რგვის დროს ზოლში თავსდება 2-5 მწკრივი, მწკრივთaშორის მანძილი 12-15 სმ, ზოლებს შორის - 50-60 სმ. მწკრივში კბილების დარგვა საჭიროა 6-8 სმ დაშორებით 4-5 სმ სიღრმეზე.

ნიორი მოითხოვს ვეგეტაციის განმავლობაში 3-4 ჯერ თოხნას და გაფხვიერებას, 2-3 ჯერ მორწყვას. რწყვა მოსავლის აღებამდე 25 დღით ადრე უნდა შეწყდეს. ნიორის აღება ხდება ფოთლების შეხმობისთანავე, ბოლქვებზე კი მფარავი აპკისებრი ქერქების გაჩენის თანავე.

მახვილფოთლიანი და ბრტყელფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენების შემდგომ გამოიყენება: ფუზილად ფორტე 1,5ლ/ჰა+გოალი; გალაქსი; გალიგანი 0,15-0,25ლ/ჰა;

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ (პერენესპოროზი; ნაცრისფერი სიდამპლე, ჟანგა) გამოიყენება:

მეტალაქსილი+მანკოცები2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი) ან

დიმეტომორფი+მანკოცები 2,5 კგ/ჰა(აკრობატი; ლიდერი;ავანგარდი)

სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო2-3კგ/ჰა;კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4კგ/ჰა; ) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი4-8კგ/ჰა;) ან

სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა ) ან

მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა)

მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყნება:

ინსექტიციდები: იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)

დიმეთოატი 1,5-2 ლ/ჰა (ბი-58ახალი ,დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი ,ბიიტალი, კორუმაგორი) ან

ალფაციპერმეტრინი 0,3 ლ/ჰა (ფასტაკი;ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი წდგრ 0,4-0,8 კგ/ჰა (კაიზო;) ან

ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან

დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1 ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან

დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1 კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25 ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან

ზეტა-ციპერმეტრინი 0,2-0,3 ლ/ჰა (ფიური) .

ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება:

ტებუფენპირადი 0,3-0,5კგ/ჰა (მასაი; ტალავი) ან

ბრომპროპილატი 1,5-3ლ/ჰა(ნეორონი; ფაქტორი;) ან სპირიდიკლოფენი 0,4-0,6ლ/ჰა (ენვიდორი) ან

პროპარგიტი 1,5-3 ლ/ჰა (ომაიტისაფმაიტი; ვალსარგიტი; პროპაფექტო; ) ან ბიფენტრინი 0,3-0,4ლ/ჰა (ტალსტარი; ინსაკარი; პირინექს სუპერი)

ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგ საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ მარშალი წდგრ 20-25კგ/ჰა.

მოსავლის აღება სასურველია მშრალ ამინდში ხელით ფოჩიანად, ფოჩი უნდა იყოს გამხმარი, ცრუ ღერო მორბილებული და მიწისკენ დახრილი. გამხმარი ფოჩები იჭრება ბოლქვიდან 3-5 სმ დაშორებით და თავსდება ფარდულში გასაშრობად. როცა მოსავალი მცირე რაოდენობისაა, უკეთ გაშრობის მიზნით შეიძლება ფოჩების ბოლქვებიანად დაწნა 1-1,5 მეტრის სიგრძის გალებად და ხარიხაზე დაკიდება.

სერვისები

მოხვნა,
დადისკვა,
დაფრეზვა,
დათესვა სასუქის შეტანით ,
დაპრესვა,
შეწამლა .

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების კონსულტაციები მცენარეთა წამლობებზე

SMS შეტყობინებების სერვისი მოსალოდნელი დაავადებების, მავნებლების გავრცელების და მცენარეთა გადარჩენისათვის წამლობების შესახებ.

მისამართი

შპს "აგროქართლი"
ფერმერთა სახლი

საქართველო, ქ. გორი
ცხინვალის გზატკეცილი 2
საფოსტო ინდექსი 1400

პესტიციდები
სასუქები
თესლები
ინვენტარი

საკონტაქო ინფორმაცია

ელ. ფოსტა.:
AGROQARTLI.GEORGIA@YAHOO.COM
info@agrokartli.com

ტელ.:  +(995) 599 51 82 99
ნუკრი ელიკაშვილი

ტელ.: +(995) 599 51 11 59
ელიზბარ ძამელაშვილი

ტელ.: +(995) 595 31 14 99
ავთანდილ ჯავახიშვილი