html web templates

ქლიავი

აგროქართლი - საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ფერმერთათვის

აგროქართლი

ქლიავი


ქლიავი, ბალი, ალუბალი
კურკოვანი ხილის ბაღის გაშენება.
ბაღი მოსავლის მოცემას იწყებს მე-3-4 წელს.
 1 ჰა-ზე ყოველწლიურად შესაძლებელია 15 - 20 ტონამდე (ზოგჯერ 25 ტონამდეც) პროდუქციის წარმოება.
ბაღის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 15 – 25 წელი და მეტია.

საბაღე ნაკვეთი უნდა მოიხნას 50 – 60 სმ სიღრმეზე საპლანტაჟე გუთნით ან გუთნით; ფერდობ ადგილებზე, სადაც ნადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, შესაძლებელია მოხვნა 20 – 25 სმ სიღრმეზეც. საპლანტაჟედ ხვნა უნდა დასრულდეს ბაღის შემოდგომაზე გასაშენებლად – 15 სექტემბერი - 1 ოქტომბრამდე, გაზაფხულზე გასაშენებლად - 15 დეკემბრამდე;

 პლანტაჟის შემდეგ ნაკვეთი უნდა გადაიხნას, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს გაფხვიერება დისკებიანი კულტივატორის საშუალებით. 

სარგავი მასალის შერჩევის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგ დეტალებს:

• ნერგი უმჯობესია იყოს ერთწლიანი დატოტვილი და ფორმირებული;

• ნერგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ფესვთა სისტემის მდგომარეობაა, სარგავი მასალის ფესვი უნდა იყოს ძლიერი, კარგად დატოტვილი და განვითარებული;



• ნერგი უნდა იყოს სწორი ზრდის, სასურველი სიმაღლე 130 – 160 სმ-ია, ხოლო შტამბის დიამეტრი - არანაკლებ 10 – 12 მმ.

ბაღის გაშენებისას პლანტაჟის ქვეშ ნიადაგში უნდა შევიტანოთ სამი წლის მინერალური და ორგანული სასუქების დოზა;

 მსხმოიარე ბაღში ორგანული სასუქები შეაქვთ ნიადაგის შემოდგომა-ზამთრის ხვნის დროს. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა დასაშვებია, როგორც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ასევე ადრე გაზაფხულზეც;

 მინერალური სასუქების კონკრეტული დოზა უნდა დადგინდეს კონკრეტული ადგილის ნიადაგის შემადგენლობის გათვალისწინებით;

 მსხმოიარე ბაღში ყოველწლიურად გამოყენებული მინერალური სასუქების საორიენტაციო დოზებია: აზოტი - 100 კგ (300 კგ ამონიუმის გვარჯილა), ფოსფორი (P2 O5 ) - 80 კგ და Kკალიუმი (K2O) – 60 კგ. ნაკელი – 30 ტონა. დაკორდებულ ბაღებში აზოტის დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 %-ით.



 აზოტიანი სასუქები შეტნილი უნდა იქნეს ორ ვადაში - დოზის 2/3, ადრე გაზაფხულზე, ხოლო 1/3 - ყვავილობის შემდეგ.

• დაგეგმვისას, დარგვის ადგილი აღინიშნება პატარა სარით. ამ ადგილზე ხდება ორმოს ამოღება, რისთვისაც უმჯობესია ორმოს ამოსათხრელი სპეციალური ბურღის გამოყენება, რომელიც აგრეგატირებულია ტრაქტორზე, ასევე დასაშვებია ხელით 25 - 35 სმ სიღრმისა და 50 – 60 სმ დიამეტრის ორმოების ამოღება.

• ბაღის გაშენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ გაშენების სქემა დამოკიდებულია ხეხილის ჯიშობრივ თავისებურებებზე, ფორმირების ტიპსა და საძირის ზრდის სიძლიერეზე; 

ნერგი უნდა დაირგას იმ წესით, რომ რომ საძირე - სანამყენეს შეხორცების ადგილი მიწის ზედაპირიდან 3-5 სმ-ით ზევით აღმოჩნდეს. შეხორცების ადგილი სასურველია მიქცეული იყოს სამხრეთით.

 დარგვის წინ ნერგი საბოლოოდ უნდა შემოწმდეს და ფესვს დაზიანებული ნაწილები წაეკვეცოს, დარგვისას კი ფესვები ორმოში კარგად გაიშალოს, ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მაგრად მიეტკეპნოს, მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით ფრთხილად უნდა შეირხეს.



 ნერგი დარგვისთანავე უნდა მოირწყას, დარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ორმოში მიწა დაჯდება, საჭიროა მისი სარზე აკვრა.  

არსებობს გასხვლის ორი ძირითადი წესი: ტოტების დამოკლება და ტოტების გამოხშირვა. ტოტების დამოკლებისას ტოტს ეჭრება გარკვეული ნაწილი, გამოხშირვისას კი ტოტი ძირში “რგოლზე” იჭრება.

• სიძლიერის მიხედვით არსებობს ძლიერი სხვლა (როდესაც ერთწლიან ტოტს ეცლება სიგრძის ორი მესამედი), ზომიერი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ნახევარი) და სუსტი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ერთი მესამედი).

• ძლიერი სხვლა ხელს უწყობს ძლიერ ვეგეტატიურ ზრდას, ხოლო ზომიერი სხვლა ვეგეტაციურ ზრდასთან ერთად ხელს უწყობს სანაყოფე ტოტების წარმოქმნას და მოსავლიანობის გადიდებას.

• ერთწლიანი ტოტები უნდა დამოკლდეს კვირტთან ახლოს, ისე, რომ ჭრილობა იწყებოდეს კვირტის ფუძესთან და მთავრდებოდეს მის წვეროსთან. ორწლიანი და უფრო ხნიერი ტოტი განტოტვის ადგილას უნდა გადაიჭრას.

• ერთწლიანი ტოტის დამოკლებისას წვეროს კვირტი გარეთ ან იმ მხარეს უნდა იყოს მოქცეული, სადაც თავისუფალი ადგილია.

• კურკოვანი ხეხილის ფორმირება შეიძლება მოხდეს ჯამისებური და მეჩხერსართულიანი ფორმირების წესით;



• გასხვლის ვადები: გასხვლა შეიძლება ფოთოლცვენიდან 20 – 25 დღის შემდეგ გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე. 

ხეხილის ბაღში მორწყვა ტარდება სხვადასხვა წესით: კვლებში გაჟონვა-მოღვარვით, ჯამებში წყლის დატბორებით და სპეციალური სარწყავი სისტემების (გამფრქვევები, წვეთოვანი მორწყვა) მოწყობით.

 მორწყვისას წყალი ფართობზე ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულმა ხემ ტენი საკმარისი რაოდენობით მიიღოს. დაუშვებელია ცალკეულ უბნებში წყლის დაგუბება და ჭარბტენიანობა.



 მორწყვის საორიენტაციო ვადებია: პირველი მორწყვა - ადრე გაზაფხული - კვირტების გაშლამდე, მეორე მორწყვა - ყვავილობის დამთავრებიდან 10 – 12 დღის შემდეგ, მესამე მორწყვა - მეორე მორწყვიდან 16 – 20 დღის შემდეგ, შემდეგი მორწყვები 16 – 20 დღის ინტერვალით (საჭიროების მიხედვით).

შავადხნული ანეული მრავალწლიანი ბალახებით დაკორდება. ხეხილის ბაღში ნიადაგის მოვლის შემდეგი სისტემები გამოიყენება:

• შავადხნული ანეული _ ნიადაგი მთელი წლის მანძილზე ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფება. ამ მიზნით ბაღში ნიადაგის დამუშავება-კულტივაცია უნდა ჩატარდეს გაზაფხულ-ზაფხულში 3 – 4 ჯერ. რიგთაშორისები დამუშავდება გლიფოსატის რიგის ჰერბიციდებით (რაუნდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი ან სხვა) 2 – 4 ლ/ჰა.

• სიდერატების თესვა – ბაღებში ითესება კულტურები (ცერცველა, ცულისპირა, ფაცელია, ბარდა, ცერცვი, სოია), რომლებიც ყვავილობის პერიოდში ჩაიხვნება და გამოიყენება ბუნებრივ სასუქებად.

• მრავალწლიანი ბალახებით დაკორდება.

• სათოხნი კულტურების თესვა (მხოლოდ ახალგაზრდა ბაღებში), ლობიო.

კონტაქტური ჰერბიციდებით დამუშავებული ანეული. ნაკვეთი დამუშავდება 2-3 ჯერ გლიფოსატის რიგის ჰერბიციდებით (რაუნდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი ან სხვა) 2 – 4 ლ/ჰა. 

გვიანი შემოდგომა-ზამთრის პერიოდი

ღონისძიებები:

შესხურება ტარდება 3-4 %-იანი ბორდოს სითხით, საჭიროა ძირნაყარი და მუმიფიცირებული ნაყოფების ბაღიდან გატანა და მოსპობა – ნიადაგში ღრმა ჩამარხვით. ვარჯის გაწმენდა გამხმარი და ძლიერ დაზიანებული ტოტებისაგან, ნასხლავის გატანა და დაწვა. შტამბისა და ხის დედა ტოტების გაფხეკა დამსკდარი ქერქისაგან. მორწყვა ხეების ქვეშ დატბორვით.

ადრე გაზაფხული, კურკოვნების კვირტების დაბერვისას:

კონფიდორ ოილი 15ლ/ჰა ან მინერალური ზეთი 700გ/ლ -25-30ლ/ჰა (ტრინოლ 2; ჰექტოლინეუმი)+დიმეთოატი 400გ/ლ -1,5-2ლ/ჰა (ბი-58 ახალი დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი, ბიიტალი, კორუმაგორი);

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ფარიანებისა და ცრუფარიანების ტკიპებისა და სხვა მავნებლების მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ;

კვირტების მაქსიმალური დაბერვის ფაზა

სპილენძშემცველი ფუნგიციდები: შაბიამანი 30კგ+კირი 30კგ/ჰა; სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 18-20კგ/ჰა (ბორდოს ნარევი; საფა ბორდოს ნარევი; ბორდოს ნარევი მაქსი, კუპერვალი, კუპერვალი ბლუ, ჰექტაშ ბორდო) ან კუპროქსატი5ლ/ჰა;

სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო5-6კგ/ჰა, კოსაიდი 4-6 კგ/ჰა, პროტექტ ოაშ 5კგ/ჰა, ჩემპიონი 5-7კგ/ჰა, ) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 5კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 7ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 8კგ/ჰა;) ან

სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი 5კგ/ჰა ).

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ფოთლის სიხუჭუჭის, კლასტეროსპორიოზის, მონილიოზის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ;

ვარდისფერი კონუსის ფაზა

სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 8-12კგ/ჰა (ბორდოს ნარევი; საფა ბორდოს ნარევი; ბორდოს ნარევი მაქსი; კუპერვალი; კუპერვალი ბლუ; ჰექტაშ ბორდო) ან

კუპროქსატი 5ლ/ჰა;

სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3კგ/ჰა; კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4კგ/ჰა; ) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 48კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 4-8კგ/ჰა;) ან

სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2-5კგ/ჰა ) ან

მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა)

ინსექტიციდები:

იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)

დიმეთოატი 1,5-2ლ/ჰა (ბი-58ახალი; დინგო, საფაგორი, დემეტრა, პოლიგორი, დი-68, ბი-ფოსფინი, ბიიტალი, კორუმაგორი) ან

ქრორპირიფოსი+ციპერმეტრინი 1,5-2ლ/ჰა (ნურელ-დ; ტენჩანტი; გრანდ-დ; ვალსარელი;) ან

ქრორპირიფოსი 2ლ/ჰა (დურსბანი; საირენი; ლოქსლი; პირინექსი; პიროლექტრა;) ან

ალფაციპერმეტრინი 0,3ლ/ჰა (ფასტაკი; ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან

ლამბდა-ციჰალოტრინი წდგრ 0,4-0,8კგ/ჰა (კაიზო;) ან

ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან

დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან

დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან

ზეტა-ციპერმეტრინი 0,2-0,3 ლ/ჰა (ფიური) ან

ეკოლოგიური თვალსაზრისით გამართლებულია ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოყენება – დიპელი 1-5-2ლ/ჰა

ყვავილობის 75% დასრულებისას

ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე პრეპარატების გამოყენებით

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ.

გამონასკვა ნაყოფი 1,5 სმ

ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე პრეპარატების გამოყენებით

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ.

ნაყოფი ნუშის ზომის

ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე პრეპარატების გამოყენებით

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ.

ნაყოფის დამსხვილება, კურკის გამაგრება

ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე პრეპარატების გამოყენებით

ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ.

ნაყოფის ფერის შეცვლა

ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე პრეპარატების გამოყენებით

*პესტიციდების მიმართ რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად მორიგეობით გამოიყენება ფოსფორორგანული (ბი-58, დურსბანი), პირეტროიდული (დეცისი, კარატე, არივო) და ნეონიკოტინოიდული (კონფიდორი, კალიფსო) კლასის ინსექტიციდები.



**კომბინირებული ნაზავის დასამზადებლად საჭირო რაოდენობის ფუნგიციდს დაემატება ცალკე განზავებული ინსექტიციდი და შეივსება სათანადო რაოდენობის წყლით, შემდეგ მუდმივი არევით ჩაისხმევა აპარატში. ნაზავის ხარჯვის ნორმა 1 ჰა – 1000 – 1500 ლიტრია.

სერვისები

მოხვნა,
დადისკვა,
დაფრეზვა,
დათესვა სასუქის შეტანით ,
დაპრესვა,
შეწამლა .

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების კონსულტაციები მცენარეთა წამლობებზე

SMS შეტყობინებების სერვისი მოსალოდნელი დაავადებების, მავნებლების გავრცელების და მცენარეთა გადარჩენისათვის წამლობების შესახებ.

მისამართი

შპს "აგროქართლი"
ფერმერთა სახლი

საქართველო, ქ. გორი
ცხინვალის გზატკეცილი 2
საფოსტო ინდექსი 1400

პესტიციდები
სასუქები
თესლები
ინვენტარი

საკონტაქო ინფორმაცია

ელ. ფოსტა.:
AGROQARTLI.GEORGIA@YAHOO.COM
info@agrokartli.com

ტელ.:  +(995) 599 51 82 99
ნუკრი ელიკაშვილი

ტელ.: +(995) 599 51 11 59
ელიზბარ ძამელაშვილი

ტელ.: +(995) 595 31 14 99
ავთანდილ ჯავახიშვილი