how to create a website for free

საზამთრო

აგროქართლი - საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ფერმერთათვის

აგროქართლი

საზამთრო


საზამთრო, ნესვი და გოგრა ბაღჩეული კულტურებია, გამოიყენებიან როგორც სასურსათო პროდუქტები, ასევე პირუტყვის საკვებწარმოებაში და ტექნიკური გადამუშავებისათვისაც. ფართობის ერთეულზე იძლევიან დიდ მოსავალს. საზამთრო და ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს (12%), მდიდარია A, B და C ვიტამინებით. საზამთროს გადამუშავების შედეგად მიიღება ბადაგი („საზამთროს თაფლი“), ხილფაფა, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი. ბაღჩეულთა თესლი, განსაკუთრებით გოგრის, შეიცავს 50%-მდე ზეთს. მისი დადამუშავების შედეგად მიიღება სასურსათო ზეთი.
 პირუტყვის საკვებად გამოყენებულია საზამთროს და გოგრის სპეციალური ჯიშები, რომლებიც საუკეთესო წვნიანი საკვებია და ხელს უწყობს წველადობის გადიდებას.

საზამთრო, ნესვი და გოგრა ერთწლიანი მცენარეებია. მათი ღერო გართხმულია, მხოხავი, მომრგვალო-კუთხიანი ფორმის, შებუსვილია უხეში ბეწვით და იტოტება. ფოთოლი ფართოა, მთლიანი ან ღრმად დანაკვთული, ყუნწიანია. ფოთოლთა რაოდენობა ერთ მცენარეზე 250-დან 2000-მდეა. საასიმილაციო აპარატის სიდიდით, ბაღჩეული კულტურები ჭარბობენ მინდვრის ყველა ერთწლიან მცენარეს. ყვავილი დიდია, ცალსქესიანი, მცენარეზე არის როგორც მდედრობითი, ისე მამარობითი ყვავილები. ყვავილების დამტვერიანება ხდება ჯვარედინად, უმთავრესად მწერების საშუალებით. მათი ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია, ღრმად ვრცელდება ნიადაგში და დიდ ფართობს იკავებს, ამის გამო იგი შედარებით გვალვაგამძლე მცენარეებად ითვლებიან.

საზამთრო, ნესვი და გოგრა სითბოს მოყვარული მცენარეებია, თესლის გაღივების ტემპერატურა 12-15 0 C -ს შეადგენს, ხოლო ნაყოფის განვითარებისათვის 25-30 0 C-ია. მცენარე მგრძნობიარეა ყინვების მიმართ, როგორც ახლად აღმოცენებული, ისე მოზრდილი მცენარე იღუპება მცირე ყინვების დროსაც კი. სითბოს ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდება გოგრა.

ბაღჩეული კულტურები კარგად იზრდებიან შავმიწამაგვარ ნოყიერ ნიადაგზე, მსუბუქი შედგენილობის ქვიშნარ ნიადაგებზე. გოგრისათვის უკეთესია თიხნარი მიწები, საზამთრო კარგად მოდის ქვიშა ნიადაგებზეც.

ბაღჩეული კულტურები დიდ მოსავალს იძლევიან საკვები ელემენტებით მდიდარ ნიადაგებზე, ამიტომ მათ დასათესად ხშირად არჩევენ ახლად გატეხილ ყამირებს, ახოებს, აგრეთვე მდინარეთა ჭალებს.

თესლბრუნვაში მათ ათავსებენ თავთავიანი პურეულის შემდეგ.

ბაღჩეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანულ სასუქებს. მზრალად ხვნის წინ რეკომენდირებულია ჰექტარზე 30-40 ტონა ნაკელის შეტანა. საზამთროსათვის კი 15-20 ტონა. მინერალური სასუქები, 3-4 ც სულფატამონიუმი, 4-6 ც სუპერფოსფატი და 1,5 – 2,0 ც კალიუმის მარილი ხელს უწყობს მოსავლიანობის გადიდებასა და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

საზამთო ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგი 10 სმ სიღრმეზე გათბება 12-15 0 C-მდე და გაივლის წაყინვების საშიშროება.

თესვა წარმოებს მწკრივად ან ბუდნებში, სიმინდისათვის სათესი მანქანით ან ხელით. მწკრივებს შორის მანძილი გოგრისა და საზამთროსათვის 2,1-3,0 მ. კვადრატულ-ბუდობრივი თესვისას მცენარეებიითესება შემდეგი დაშორებით: გოგრა და საზამთრო - 2,1 X 2,1 მ მანძილით, ბუდნაში 2-3 მცენარის დატოვებით. თესლის ნორმა განისაზღვრება თესვის წესისა და თესლის სიმსხოს მიხედვით. ჩვეულებრივ, ჰექტარზე საჭიროა 2-3 კგ საზამთროს, 3-5 კგ გოგრის თესლი. გოგრა და საზამთრო ითესება ღრმად 6-8 სმ.

ურწყავ პიროებებში, დათესვისთანავე რეკომენდირებულია ნიადაგის მობეკნას (მოტკეპნა), შემდეგ მწკრივთშორის ნიადაგი უნდა გახვიერდეს და აღმონაცენი გაიხილოს და შემეჩხერდეს, ზედმეტი მცენარეები უნდა მოცილდეს.

სარწყავ პირობებში საჭიროა 3-4-ჯერ მორწყვა პირველ ყვავილობამდე და შემდეგ ნაყოფების გამონასკვის პერიოდში. ყოველი მორწყვის შემდეგ ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს კულტივატორით. მცენარეთა გამოკვება მინერალური სასუქებით დაკავშირებული უნდა იყოს მორწყვასა და კულტივაციასთან.

აღმოცენების შემდგომ ტარდება 2-4 კულტივაცია. პირველი კულტივაცია 14-16 სმ სიღრმეზე, დანარჩენი 10-12 ზე.

ბაღჩეული კულტურები ერთდროულად არ შემოდის. ნაყოფი უნდა მოიწყვიტოს ყუნწიანად. სათესლედ განკუთვნილი ნაყოფები აღებული უნდა იქნეს გვიან, თესლის კარგად მომწიფებისას.

მავნებლებიდან ბაღჩეულ კულტურებს აზიანებს: ბაღჩის ბუგრი, მავთულა ჭიები, ფსილები და სხვ. მათ წინააღმდეგ გამოიყენება ინსექტიციდები შემდეგი ხარჯვის ნორმებით:

აცეტამიპრიდი 0,2 კგ/ჰა(აცე; მოსეტამი; ტემპი; ) თიამეთოქსამი 0,015 კგ/ჰა (აქტარა; მედალი) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25 ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან

იმიდაკლოპრიდი 0,1 კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)

ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება:

ტებუფენპირადი0,3-0,5 კგ/ჰა (მასაი; ტალავი) ან

სპირიდიკლოფენი 0,4-0,6 ლ/ჰა ან

ბიფენტრინი 0,3-0,4 ლ/ჰა (ტალსტარი; ინსაკარი; პირინექს სუპერი) სამუშაო ხსნარი 300-400ლ/ჰა.

სოკოვანი დაავადებებიდან ბაღჩეულ კულტურებს აზიანებს: ფესვის სიდამპლე, ანთრაქნოზი გოგროვანთა ნაცარი, ფუზარიოზი.

ფუნგიციდებიდან გამოიყენება პროპამოკარბი ჰიდროქლორიდი წხკ2-ლ/ჰა (პრევიკური, პროპაკური).

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება:

მეტალაქსილი+მანკოები 2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი) ან

დიმეტომორფი+მანკოცები 2,5 კგ/ჰა (აკრობატი; ლიდერი; ავანგარდი)

სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3კგ/ჰა;კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი 3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4 კგ/ჰა; ) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8 კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 4-8 კგ/ჰა;) ან

სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა ) ან

მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა)

გოგირდი 3-5 კგ/ჰა (თიოვიტჯეტი; კუმულუსი; სულფოლაკი; გოგირდ პლიუსი;პოვერ სულფური; კოსავეტი; სულფი;), ან რომელიმე სხვა ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდი.

სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ჰერბიციდები:

ფლუაზიფოპ ბუთილი 0,75-1 ლ/ჰა (ფუზილად ფორტე; ტანგრა; ბრეის სუპერი; ფლუენტი )

სერვისები

მოხვნა,
დადისკვა,
დაფრეზვა,
დათესვა სასუქის შეტანით ,
დაპრესვა,
შეწამლა .

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების კონსულტაციები მცენარეთა წამლობებზე

SMS შეტყობინებების სერვისი მოსალოდნელი დაავადებების, მავნებლების გავრცელების და მცენარეთა გადარჩენისათვის წამლობების შესახებ.

მისამართი

შპს "აგროქართლი"
ფერმერთა სახლი

საქართველო, ქ. გორი
ცხინვალის გზატკეცილი 2
საფოსტო ინდექსი 1400

პესტიციდები
სასუქები
თესლები
ინვენტარი

საკონტაქო ინფორმაცია

ელ. ფოსტა.:
AGROQARTLI.GEORGIA@YAHOO.COM
info@agrokartli.com

ტელ.:  +(995) 599 51 82 99
ნუკრი ელიკაშვილი

ტელ.: +(995) 599 51 11 59
ელიზბარ ძამელაშვილი

ტელ.: +(995) 595 31 14 99
ავთანდილ ჯავახიშვილი